ქუთაისში, პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები იმ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადავიდეს.
აქციის მონაწილეებს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე და საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატები შეხვდნენ. მათი განცხადებით, სამოქალაქო აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქვეყანამ გამოიჩინოს ძალისხმევა, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს.





