თბილისის მერი

შიხიაშვილი: საზოგადოებას თბილისის მერის გადაყენების უფლება უნდა ჰქონდეს

ირაკლი შიხიაშვილი
netgazeti.ge

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი თვლის, რომ თუკი თბილისის მერი საკრებულოს იგნორირებას გააგრძელებს, მერის იმპიჩმენტის საკითხი უნდა დადგეს. შიხიაშვილის აზრით, საზოგადოებას ნებისმიერი პირის გადაყენების უფლება უნდა ჰქონდეს. მათ შორის, თბილისის მერის. თუმცა, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არა ჩაწერილი კანონში თბილისის მერის იმპიჩმენტის საკითხი.

შიხიაშვილის თქმით, მისთვის მთავარია, დედაქალაქის მერმა მისი უფლება-მოვალეობები შეასრულოს და საკრებულოსა და თბილისის მერიას შორის სწორი თანამშრომლობა შედგეს.

ირაკლი შიხიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ დედაქალაქში ერთპიროვნული მმართველობა არ უნდა არსებობდეს და პოლიტიკურ ძალთა ბალანსი უნდა იყოს. მისი თქმით, დედაქალაქის მერი არ უნდა ქმნიდეს სსიპ-ებს და შპს-ებს და ასევე ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არ უნდა აუქმებდეს მათ. შიხიაშვილის აზრით, დედაქალაქში მერის ერთპიროვნული მმართველობა უნდა შეწყდეს და არ უნდა არსებობს ერთი ადამიანის დიქტატი.

შიხიაშვილის თქმით, კანონმდებლებმა კანონში უნდა შეიტანონ ისეთი ცვლილებები, რომლითაც პოლიტიკური მმართველობა დედაქალაქში სამართლებრივ ნორმებში მოექცევა.  

კომენტარები