არჩევნები 2013

მიხეილ სააკაშვილი: წინასაარჩევნო კამპანია საფეხბურთო მატჩს ჰგავდა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია საფეხბურთო მატჩს ჰგავდა.

"მიმდინარეობს ფეხბურთის მატჩი. ორი გუნდი თამაშობს და შეხედავ, ნორმალურად მიმდინარეობს, მერე ერთი გუნდის მწვრთნელს არ მოეწონება, გამოვა პისტოლეტით და მოკლავს მეორე გუნდის ფეხბურთელს, ან სიტყვაზე ვიღაცას ჩასვამს ციხეში. ან, ეს არ გვინდა, ეს ჩავსვათ ციხეში, ან მოდი, გააგრძელეთ, ითამაშეთ, ითამაშეთ. თამაში კი ნორმალურია. დაახლოებით ასე იყო ჩვენი საარჩევნო კამპანია. ასე რომ, ახლა ფეხბურთის მატჩი რაღაცნაირად დამთავრდება, მაგრამ იყო ნორმალური ფებურთის მატჩი? კი, გარედან ნორმალურია, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი გდია სადღაც მოედნის იქეთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

კომენტარები