არჩევნები 2013

იაპონიის პრემიერმინისტრმა მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

thetimes.co.uk

იაპონიის პრემიერმინისტრმა შინძო აბემ გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

შინძო აბეს მისალოც წერილს უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბატონ გიორგი მარგველაშვილს

თქვენო აღმატებულებავ

გულითა და სულით გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას.

ჩვენი ქვეყნები იზიარებენ ძირითად ღირებულებებს, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობა. დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის კარგი ურთიერთობაა დამყარებული და მე პირადად ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ მეგობრობითა და ნდობით განსმჭვალული ურთიერთობა კიდევ უფრო განვამტკიცო და თანამშრომლობა გავაღრმავო ყველა სფეროში- პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის ჩათვლით. ვიმედოვნებ, რომ თქვენი აღმატებულება მტკიცედ უხელმძღვანელებს საქართველოს შემდგომ განვითარებას.

თქვენს აღმატებულებას ვუსურვებ ჯანმრთელობას და თქვენი ხალხის კეთილდღეობას.

 

 

 

კომენტარები