არჩევნები 2013

ერთ საათში ცესკოსთან ენმ-ის აქცია გაიმართება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დღეს, 3:00 საათზე ცესკოსთან აქციას მართავს. პარტიის წევრმა ნიკა მელიამ მხარდამჭერებს ცესკოსთან მისვლისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ცესკო იმ შედეგის დასმას ცდილობს, რომელიც სამი ტელევიზიის ეგზიტპოლში გამოცხადდა და ამიტომაც აგვიანებდა შედეგების დადებას.

"კახი კალაძე ივანიშვილის მითითებით ცდილობს იმ შედეგები მაქსიმალურად გამოცხადებას, რომელიც სამი ტელევიზიის ეთერით ეგზიტპოლებში იყო დაფიქსირებული. ვიდრე ცესკო ამ ბალანსს დასვამს, დაიწყო უბნების დარბევები და თავს ესხმიან იმ უბნებს, სადაც მნიშვნელოვანი გამარჯვება აქვს ნაციონალურ მოძრაობას. ივანიშვილის მონურ მორჩილებაში მყოფი ამ ადამიანთა ჯგუფი ცდილობს, შედეგი 53% - 20%-ან თანაბარდობაში დასვას, მაგრამ არ გამოსდით არანაირად და სადაც ინტელექტი და ჭკუა არ ჰყოფნით, პირდაპირ ვარდებიან საარჩევნო უბნებში," - თქვა მელიამ.

ენმ საკუთარი ხმების დასაცავად ცესკოს შენობასთან ერთ საათში იკრიბება.

კომენტარები