არჩევნები 2013

პატრიარქმა არჩევანი გააკეთა, ურნას ჯვარი გამოსახა და უბანი უკომენტაროდ დატოვა

ქვეყნის ყველაზე რეიტინგული ინსტიტუტის ლიდერმა, კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ არჩევანი ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ნომერ 4 საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა. კათალიკოსი უბანზე დილით ადრე მივიდა, ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ ურნას ჯვარი გამოსახა და საარჩევნო უბანი კომენტარის გარეშე დატოვა.

"პრეზიდენტის არჩევნებამდე ერთი კვირა დარჩა. მოვუწოდებ მოსახლეობას, მივიდნენ და ხმა მისცენ მას, ვისაც შეუძლია, დაეხმაროს საქართველოს", - განაცხადა წინა კვირას, სვეტიცხოველში, საკვირაო ქადაგებისას ილია მეორემ.

კომენტარები