სოჭის ოლიმპიადა

თავისუფალმა ზონამ ბიზნესცენტრთან აქცია - არა სოჭის ოლიმპიადას - გამართა

tzona.org/

ორგანიზაცია თავისუფალმა ზონამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა. აქციაზე ”არა სოჭის ოლიმპიადას!” მონაწილეები საქართველოს მთავრობის ოლიმპიადისადმი დამოკიდებულება გააპროტესტეს.

შეგახსენებთ, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ერთ-ერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის ე.წ. გმირი ივან ნიჩაევი იქნება.

დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ლევან ყიფიანმა რუსეთის მიერ ნიჩაევის ე.წ. მეჩირღდნედ დასახელება პროვოკაციად შეაფასა. თუმცა, მისი თქმით, ქართულმა მხარემ რუსეთს მშვიდობიანი პასუხი უნდა გასცეს.

”ცალსახაა, რომ ეს იყო პროვოკაცია, მაგრამ პროვოკაციას ჩვენ მშვიდობიანი პასუხი უნდა გავცეთ. რეაგირება იყო შესაბამისი, ოლიმპიურმა კომიტეტისა და საქართველოს მთავრობის განცხადებებმა გაიჟღერა.  ჩვენ პროვოკაციაზე არ ავყვებით. უბრალოდ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი სვლა ოლიმპიადისკენ . ვფიქრობ,დასახულ მიზანს მივაღწევთ. ” - ამბობს ყიფიანი.

კომენტარები