მავთულხლართების გადმოწევა

სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

radiotavisupleba.ge

მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ, სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ისინი რკინის ბოძებს ამონტაჟებენ, რის შემდეგაც მავთულხლართების გავლებას დაიწყებენ. პროცესი სავარაუდოდ, ერთ კვირაში დასრულდება.

სოფლის მაცხოვრებლებმა იმ ტერიტორიიდან, რომელიც მალე ოკუპაციის ზონაში მოხვდება, მოსავალი თითქმის მთიანად გაიტანეს. რამდენიმე ოჯახი საკუთარ სახლებს შლის, შემდეგ კი მასალის უსაფრთხო ადგილას გადატანას აპირებს.

კომენტარები