მავთულხლართების გადმოწევა

სოფელ დვანის მოსახლეობის 20-30% მიწის გარეშე დარჩა

მავთულხლართები დიცში

სოფელ დვანის მოსახლეობა საკუთარ ბაღებში შესვლას უკვე ვერ ახერხებს - რუსები მათ მოსავლის აღების შესაძლებლობას აღარ აძლევენ. რუსი მესაზღვრეები სოფელ დვანის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოებს აგრძელებენ. ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე ადგილობრივი მოსახლეობაც შეიკრიბა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფლის მოსახლეობის 20-30% მიწის გარეშე დარჩა.

დღესვე დვანის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ზაზა კოპაძემ მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოუხადა. შეგახსენებთ, ორი დღის წინ მან თქვა, რომ რუსმა სამხედროებმა ე.წ. საოკუპაციო ხაზი დვანის მიმართულებით დაახლოებით 600 მეტრით გადმოსწიეს. აღნიშნულ ინფორმაციას კოპაძე დაუზუსტებელს უწოდებს და უარყოფს.

დვანში ასევე იმყოფებიან სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. ისინი ადგილზე ზარალის შესახებ ვითარებას საფუძვლიანად შეისწავლიან და სამინისტრო ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გარკვეულ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, კომპენსაციის ფორმა ჯერ დაუზუსტებელია.

რუსი სამხედროები დასახლებულ პუნქტამდე ხვალ საღამოს მივლენ. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა, სოფლის განაპირას მცხოვრებლებს საფრთხე შეექმნებათ თუ არა.

კომენტარები