მავთულხლართების გადმოწევა

მოსავლის ასაღებად რუსმა მესაზღვრეებმა დვანის მოსახლეობას საათ-ნახევარი მისცეს

მავთულხლართები დიცში

რუსმა მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. მათ მოსახლეობას ყანის ასაღებად საათ-ნახევარი მისცეს. ადგილობრივების თქმით, ხეხილის აღებას ისინი ვერ მოახერხებენ. მოსავლის აღება ხვალიდან უკვე შეუძლებელი იქნება.

ადგილზე ცოტა ხნის წინ ცხინვალის ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩავიდნენ. მათი თქმით, "საზღვრის გავლების პროცესი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე თავიანთ ტერიტორიას არ შემოსაზღვრავენ".

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ დვანში სადემარკაციო სამუშაოები 22 სექტემბერს განაახლეს. გორის რაიონის გამგებლის, პაპუნა კობერიძის თქმით, ე.წ. ადმინისტრაციული საზღვარი მავთულხლართების გაბმის დასრულების შემდეგ 400-500 მეტრით გადმოიწევს. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ქართული სოფლის ბაღ-ვენახები და სახნავ-სათესი მიწები.

კომენტარები