რელიგიური შეუწყნარებლობა

საპატრიარიარქო არ აზუსტებს ვინ იგულისხმა ”ძალაში”, რომელიც შუღლს თესავს

საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქომ ტაბულასთან საუბარში არ დააზუსტა, ვინ იგულისხმა გუშინ, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში, ”გარკვეულ ძალებში”, რომლებიც ქრისტიანი და მუსლიმი მოსახლეობის დაპირისპირებას ცდილობენ და ამით ეკლესიისა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია სურთ.
 

საქართველოს საპატრიარქოს პრესსკიპერს, მამა დავით შარაშენიძეს ტაბულამ კითხა, შეეძლო თუ არა ამ ძალების დაკონკრეტება, რაზეც მან უპასუხა - ”არა არ შემიძლია.”

ტაბულა: შეგიძლიათ ის მაინც დააზუსტოთ, მატერიალურ ძალებს გულისხმობთ თუ არამატერიალურს, რადგან ხშირად ახსენებთ ამ ძალას?
 
მამა დავითი: მე არ ვარ უფლებამოსილი განმარტებები მივცე.
 
ტაბულა: ამის შესახებ ინფორმაციას ფლობთ? ვინ არიან ეს ძალები?
 
მამა დავითი: მე არ ვარ უფლებამოსილი, რომ რაღაც განვმარტო, რაც ითქვა, მიიღეთ როგორც ცნობა. დანარჩენი ჩვენი საქმე არ არის, ეს უნდა გამოიძიოს იმ ინსტიტუციამ, სამინისტროებმა, რომლებიც არიან უფლებამოსილნი.
 
ტაბულა: გამოძიებასთან ითანამშრომლებთ ?

მამა დავითი: დიახ, ვითანამშრომლებთ.

კომენტარები