რელიგიური შეუწყნარებლობა

მინარეთის მოხსნისას დაკავებულ სამ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა

სოფელ ჭელას მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ 3 პირს სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა. 

ბადრი ჩოგაძე, ენვერ ჩოგაძე და დავით ბერიძე ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას დააკავეს. მათ სასამართლომ 400-400 ლარის გადახდა დააკისრა. ძიება მათ ბრალს პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წინააღმდეგობის გაწევაში სდებდა. ამავე ბრალდებით არიან დაკავებული სამხარეო პოლიციის შენობაში შეჭრისთვის ავთანდილ ვანაძე, ლევან ბერიძე და ფრიდონ გობაძე. 

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთთან არსებული მინარეთის დემონტაჟის დროს 21 ადამიანი დააკავეს, მათგან ათი მალევე გათავისუფლდა, ხოლო 11 პატიმრობაში დარჩა. 

კომენტარები