რელიგიური შეუწყნარებლობა

მარგველაშვილი: ეს პრობლემა, რომელიც რეალურად არ არსებობს მალე გადაწყდება

ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მიმდინარე მოვლენებს ქართული ოცნების კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არარსებული პრობლემაა, რომელიც მალე გადაწყდება. 

”საბაჟო სამსახურები უნდა მუშაობდნენ უაღრესად კანონის დაცვით, მაგრამ როცა არის ასეთი ფაქიზი თემები მათ სწრაფად უნდა გასცენ პასუხი და გაურკვევლობა უნდა მოიხსნას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს. მე ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. ძალიან აქტიურად ჩართული არის ფინანსთა სამინისტრო ასევე ბატონი პაატა ზაქარეიშვილიც. და ეს პრობლემა რომელიც არსებობს და რეალურად არ არსებობს ძალიან მალე გადაწყდება. ”,- განაცხადა მარგველაშვილმა. 

კომენტარები