რელიგიური შეუწყნარებლობა

ბათუმის მეჩეთთან მუსლიმები ჭელაში მინარეთის მოხსნას აპროტესტებენ

მუსლიმები წინწყაროში
ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი ბათუმის მეჩეთთანაც გააპროტესტეს. საღამოს ლოცვის შემდეგ მორწმუნეები შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ სამლოცველოსთვის მინარეთის მოჭრა მათთვის მიუღებელია. 

როგორც აქციაზე მყოფმა ნოდარ დავითაძემ საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიკვლიოს ბოლო პერიოდის განმავლობაში მუსლიმების მიმართ განხორციელებული სხვადასხვა უკანონო ქმედებები.

"ქართველი მუსლიმები შეძრწუნებული ვართ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის გამო. ეს მოხდა ძალიან უხეში მეთოდით, არიან დაკავებულები და გალახულები. ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ, ლოცვის და სამლოცველოს აშენების უფლებაც გვაქვს. ეს უკვე მერამდენედ მეორდება შეურაცხყოფები მუსლიმების მიმართ", - აღნიშნა ნოდარ დავითაძემ. 


კომენტარები