რელიგიური შეუწყნარებლობა

კახა ბენდუქიძე სოფელ ჭელას მინარეთის დემონტაჟზე

ღრმა ტყუილი - მინარეთის მეტალოკონსტრუქციის შემოტანისას შესაძლებელია იყოს გადასახდელი ორი გადასახადი - დღგ და საბაჟო. ვინაიდან ეს მეტალოკონსტრუქცია თურქეთიდან შემოვიდა, და ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, საბაჟო გადასახადით არ უნდა დაიბეგროს. რაც შეეხება დღგ-ს, ვინაიდან მეჩეთის აგება საგადასახადო თვალსაზრისით ინვესტიციაა, საბაჟოზე გადახდილი დღგ უნდა დაუბრუნდეს გადამხდელს. ანუ ფაქტობრივად დღგ საბოლოო ჯამში ნულის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ არასწორი დეკლარირებით საგასახადო დანაშაული ვერ მოხდებოდა.

კახა ბენდუქიძე facebook-ის პირად გვერდზე სოფელ ჭელაში, მეჩეთიდან მინარეთის დემონტაჟის შესახებ საშემოსავლო სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა

კომენტარები