რელიგიური შეუწყნარებლობა

მუსლიმები: მეჩეთთან მისვლას რომ ვაპირებდით პოლიციამ მაშინ გვცემა

მუსლიმები ახალციხის სამხარეო სამმართველოსთან
sknews.ge

"სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს შენობიდან ორი დაკავებული გამოუშვეს. ბადრი მიქელაძე და გელა ნადირაძე ამობენ, რომ პოლიციის შენობაში არ დაუკითხავთ. 

”სულ ხუთნი ვიყავით ოთახში, თუმცა ორი გამოგვიშვეს. პოლიციაში გვითხრეს, რომ დანარჩენ სამ ადამიანს გაცილებით მძიმე დანაშაული აქვთ და ისინი კვლავ დარჩებიან შენობაში", - ამბობენ ისინი „სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში.

დაკავებულთა თქმით მათზე ზეწოლა არ ყოფილა, თუმცა ამბობენ, რომ დაკავებისას ისინი სცემეს: „მათ ჩვენთვის საერთოდ არაფერი არ უთქვამთ. მეჩეთთან მისვლას რომ ვაპირებდით, მაშინ გვცემეს და მანქანაში ჩაგვტენეს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რომ სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟისას 6 ადამიანი დააკავეს. შსს პრესსამსახურის წარმომადგენლი ნინო ცხადაძე ამბობს, რომ განმარტებით, საქმე პოლიციისთვის წინააღმდეგობის მუხლით არის აღძრული.

კომენტარები