რელიგიური შეუწყნარებლობა

ნაციონალური მოძრაობა სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს დღეს ადიგენის რაიონის სოფელ ჭელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ფართო საზოგადოების მუდმივ შეშფოთებას იწვევდა გასული წლის ნოემბრიდან რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისა თუ სხვა სახის ინციდენტების ზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას საკითხის დელიკატურობასა და დიდ მნიშვნელობაზე. სამწუხაროდ, ბოლო თვეების მანძილზე მომხდარი ინციდენტების დროს, მათ შორის სოფლებში წინწყაროსა თუ სამთაწყაროში, სახელმწიფომ არ შეასრულა მასძე დაკისრებული საკუთარი მინიმალური ფუნქციებიც კი. სახელმწიფო არ გამოვიდა საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო უფლებების დამცველად და არ აღკვეთა ძალადობა. მეტიც, სხვადასხვა უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირებმა გააკეთეს წინდაუხედავი განცხადაბები რითაც ხელი შეუწყვეს მეტად სახიფათო კლიმატის ჩამოყალიბებას.

საქართველო მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური სახელმწიფოა.აღსანინიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო არ უშვებდა რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციას ან დაპირისპირებას, ადგილი არ ჰქონია არც ერთ რაიმე სახის მნიშვნელოვან ინციდენს. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გამოიჩინოს უკიდურესი სიფრთხილე არ დაუშვას საქართველოს მოქალაქეთა რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია და დაიცვას მათი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამჟამინდელი მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების მთელი კასკადის გაგრძელება პირდაპირ ემუქრება ქვეყნის შიდა სტაბილურობას და კონსტიტუციურ წესრიგს რაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს აძლევს ხელს.” - ნათქვამია ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები