რელიგიური შეუწყნარებლობა

ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან 200-მდე მუსლიმია შეკრებილი

ახალციხის პოლიციის სამმართველო
sknews.ge

ახალციხის პოლიციასთან ასზე მეტი ადამიანია შეკრებლი, რომლებიც სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟის დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. 26 აგვისტოს, მინარეთის დემონტაჟისას მუსლიმმა მოქალაქეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს. ისინი აღშფოთებული იყვნენ მათი სიწმინდის შეურაცხყოფით. მინარეთი სოფლიდან გატანილია. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭელაში მცხოვრებმა მერაბ წულუკიძემ განუცხადა, მინარეთის დემონტაჟის დროს მოსახლეობასა და პოლიციას შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას 20-მდე ადამიანი დააკავეს.

"შეხლა-შემოხლა მოხდა მინარეთის დემონტაჟის დროს და დააკავეს 20-მდე ადამიანი. ახლა ვართ ახალციხის პოლიციასთან, დაახლოებით 20 სამარშრუტო ტაქსით წამოვედით. ვითხოვთ, დაპატიმრებულები გაათავისუფლონ, შემდეგ კი მინარეთი დაგვიბრუნონ. დემონტაჟის დროს მინარეთის დეტალები დაზიანდა", - აღნიშნა მერაბ წულუკიძემ.

დაკავებას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებისას სასტიკად ცემეს მუსლიმი მოქალაქეები. 

კომენტარები