თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

პაპავა: არ მაქვს პოლიტიკური ტვირთი რომელიმე პარტიის მიმართ

ვლადიმერ პაპავა
ვლადიმერ პაპავას facebook გვერდი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი, ვლადიმერ პაპავა, რომელმაც უნივერსიტეტის 16 აგვისტოს არჩევნებში 10-ხმა მიიღო (2 ხმა მისმა კონკურენტმა) facebook-ის პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერისთვის მადლობას იხდის.

"ძვირფასო მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისათვის. ვაცნობიერებ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც რექტორის თანამდებობაზე არჩევის შედეგად დამეკისრა.

დიდი დაინტერესება ჩვენი უნივერსიტეტის ბედით, რომელიც გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ, არის იმის დასტური, რომ საქართველოში კვლავ ძლიერია ლტოლვა განათლებისა და მეცნიერებისაკენ. ეს კი იძლევა იმის რწმენას, რომ უნივერსიტეტი აუცილებლად დაადგება აღორძინების გზას!

არჩევნებში მოპოვებული წარმატება ამ რთული გზის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ერთად გვექნება გასავლელი უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მრავალრიცხოვან კოლექტივს უნივერსიტეტის იდეის გასამარჯვებლად", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ პაპავამ ტელეკომპანია რუსთავი-2-ს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ რევოლუცია უმაღლესი განათლების სისტემაში დამანგრეველია. პაპავა არ გეგმავს "არანაირ ქირურგიულ ჩარევას, რაც ხელს შეუშლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს". 

მისივე თქმით, აკადემიური პერსონალი არსებული კონტრაქტების მიხედვით გააგრძელებს საქმიანობას. რაც შეეხება საკონკურსო კომისიებს, ახალი რექტორი მათ მაღალკვალიფიციური პროფესორებით დაკომპლექტებას აპირებს.

პაპავამ ფაკულტეტების ავტონომიურობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფაკულტეტებს აკადემიური და შესაძლოა ფინანსური ავტონომია უნდა ჰქონდეთ. კითხვაზე, აპირებს თუ არა პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდეს, ახალმა რექტორმა განაცხადა, რომ 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდე
გ არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის და არ აქვს პოლიტიკური ტვირთი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ.

კომენტარები