აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ტერაქტების საფრთხის გამო აშშ მოქალაქეებს აფრთხილებს

EPA

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ალ ყაიდას ტერორისტული ორგანიზაციის წევრების ელექტრონული მიმოწერა მოიპოვა, რომელშიც  ტერორისტები აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ თავდასხმებს გეგმავენ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში - ამის შესახებ  გამოცემა New Your Time-ი იუწყება.

ტერორისტული აქტების საფრთხის გამო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, უარი თქვან მოგზაურობაზე.

"არსებული ინფორმაციით,  ალ ყაიდა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები განაგრძობენ ტერორისტული აქტების დაგეგმავს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ისინი თავდასხმებს დღეიდან აგვისტოს ბოლომდე გეგმავენ", - ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში თავდასხმის სავარაუდო ობიექტებად საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ტურისტული ცენტრებია დასახელებული.

საგულისხმოა ისიც, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე დღით 20-მდე ქვეყანაში დიპლომატიურ მისიაც დახურა

კომენტარები