ქადაგება

ილია მეორე ხელისუფლებას მოუწოდებს, გაჭირვებაზე და დასაქმებაზე იფიქროს

Georgian Patriarch Ilia II leads a midnight Christmas service at the Holy Trinity Cathedral in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძრიდან ხელისუფლებასა და ხალხს მოუწოდებს, გაჭირვებაზე და დასაქმებაზე იფიქრონ.

"მე მინდა ვთხოვო ყველას, ხელისუფლებას, ხალხს, რომ უპირველეს ყოვლისა ადამიანებზე ვიზრუნოთ. ვიფიქროთ გაჭირვებულ ადამიანებზე. ვფიქროთ ადამიანების დასაქმებაზე. ვიფიქროთ განათლებაზე. ვიფიქროთ ობლებზე და გაჭირვებულ ადამიანებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს. ისინი, ვინც ბოროტებას აკეთებს, სიკეთეს გააკეთებს. ეკლესიამ უნდა აჩვენოს ამ სიკეთის კეთების მაგალითი", - განაცხადა ილია მეორემ. 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია პეტრე-პავლობას აღნიშნავს.

კომენტარები