ქადაგება

ილია II 17 მაისის აქციაზე: სამწუხაროა, რომ ქართული სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა

fmabkhazia.com

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში ქადაგების დროს 17 მაისის მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ყოვლად მიუღებელია ის იდეები, რომლებსაც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ემსახურებოდა. "მაგრამ სამწუხაროა ისიც, რომ ქართული სამღვდელოება უზრდელად იქცეოდა და მე მინდა ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდო. არ შეიძლება შეურაცხყოფა მივაყენოთ სხვას. ბოროტებას კურნავს მხოლოდ სიკეთე და სიყვარული", - აღნიშნა ილია II-მ.

 

 

კომენტარები