საპრეზიდენტო არჩევნები

მიხეილ სააკაშვილი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობაზე ისაუბრა.

"როგორც იცით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა 31 ოქტომბერს. ამ საკითხზე შევხვდი ზურაბ ხარატიშვილს. ჩვენ იშვიათად შევხვედრილვართ ერთმანეთს, რაც თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამოუკიდებელია საარჩევნო ადმინისტრაცია და რამდენად მაღალი ხარისხისაა მისი მუშაობა. წინა წლებში, არასდროს გამჩენია სურვილი მის საქმიანობაში ჩარევის ან მასთან ინტენსიური კონტაქტის. ჩვენ ყველამ ვნახეთ, რამდენად უმნიშვნელო იყო პრეტენზიები საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის მზადაა.

"ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ ამ არჩევნების ისევე კარგად ჩასატარებლად, როგორიც იყო პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები", - აღნიშნა ხარატიშვილმა.

კომენტარები