დაკავება

საკრებულოს წევრები და თბილისის მერის მოადგილეები დააკავეს

tbilisi.gov.ge

გავრცელებული ცნობით, ფინანსურმა პოლიციამ თბილისის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები, ასევე თბილისის მთავრობის წარმომადგენლები დააკავა.

ფრაქცია ნაციონალების თავმჯდომარის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან თბილისის მერის მოადგილეები დავით ნინიძე და დავით ალავიძე.

მერიაში გადამოწმებული ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი ამჟამად თავისუფალია. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია საკრებულოს კიდევ 5 წევრი.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით საყვარელიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულთა შორის, თბილისის მერის მოადგილეების გარდა, არის გლდანის გამგებელი ნოდარ სანდუხაძე, ძველი თბილისის გამგებლის მოადგილე, დიდგორის გამგებელი გოგიტა ნიკოლაძე და ნაციონალური მოძრაობის მთაწმინდის ორგანიზაციის თავმჯდომარე დათო ავალიანი.

დამატებით ინფორმაციას უახლოეს ხანებში მოგაწვდით.

კომენტარები