უმაღლესი განათლება

ილია მეორე კიდევ ერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

პატრიარქი

ილია მეორეს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა, უნივერსიტეტში გამართულ თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დაარსების 13 წლის იუბილეს მიძღვნილ კონფერენციაზე განაცხადა.

რექტორის თქმით, საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მიიღო.

"გაუფრთხილდით ჩვენს სარწმუნოებას, ადათ-წესებს, იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს", - მიმართა კათოლიკოსმა ილიამ სტუდენტებს. 

ილია მეორეს წელს საპატიო დოქტორის წოდება სოხუმის უნივერსიტეტმაც მიანიჭა.

კომენტარები