უმაღლესი განათლება

კობახიძე: სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს

ერთ-ერთი გამოწვევა უკავშირდება საკადრო პოლიტიკას სახელმწიფო უნივერსიტეტებში. გვაქვს სერიოზული პრობლემები, მთავარი პრობლემა არის, რომ პროფესორები უმეტეს შემთხვევაში მუშაობენ არასრულ განაკვეთზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან ჩართული სასწავლო პროგრამების განვითარებაში, კვლევით საქმიანობაში და ა.შ. ამასთან ერთად, არ არის მათთვის შექმნილი სათანადო პირობები, მათ შორის ვსაუბრობთ შრომის ანაზღაურებაზე, რომელიც არის საკმაოდ დაბალი. ასეთ პირობებში, როდესაც მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული პროფესორის ხელფასი კატეგორიების მიხედვით არის 2-3 000, რთულია, დააინტერესო ადამიანი, პირობითად კვალიფიციური იურისტი, ეკონომისტი ან სხვა მიმართულების წარმომადგენელი რომ სრულ განაკვეთზე იმუშაოს უნივერსიტეტში. ამიტომ ხშირად მუშაობენ სხვაგან და შეთავსებით ასევე მუშაობენ აკადემიურ სფეროში, ასეთ პირობებში სისტემა ვერ ვითარდება და დგას ერთ ადგილას.

ვთვლით, რომ უნდა გადაიხედოს საკადრო პოლიტიკა და უნდა შეიქმნას ბირთვი სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორების სახით. მათ უნდა ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები და მაღალი ანაზღაურება. ვფიქრობთ, რომ სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის ანაზღაურება უნდა აღემატებოდეს ხელზე 10 000 ლარს. ეს მოგვცემს სახემწიფო უნივერსიტეტებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის და დამაგრების საშუალებას. [...] ოპტიმიზაციის პირობებში სავსებით შესაძლებელია, რომ ასეთ ხელფასზე გავიდეთ სრული პროფესორების ნაწილში.

თქვა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

კომენტარები