უცხოური ინვესტიციები

2013 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 16%-ით შემცირდა

http://geostat.ge/

სტატისტიკის ეროვნული სამსახური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს აქვეყნებს.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2013 წლის I კვარტალში 226 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 16%-ით ნაკლებია 2012 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე: 2012 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 269 მილიონი აშშ დოლარი იყო, II კვარტალში - 219 მილიონი, III კვარტალში 195 მილიონი და IV კვარტალში 181 მილიონი აშშ დოლარი.

უმსხვილეს ინვესტორებს შორის პირველ ადგილზეა იაპონია - 20 პროცენტით, მეორეზე აზერბაიჯანი - 17%-ით, ხოლო მესამეზე - ნიდერლანდები 15%-ით. უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილმა 2013 წლის I კვარტალში მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 71% შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა (65 მლნ აშშ დოლარი) რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 29 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკა 42 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სამთო მოპოვებითი მრეწველობა 13 მლნ აშშ დოლარით.

კომენტარები