რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

აბაშიძე: ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარი მოვლენების შესასწავლად რუსეთი ზომებს მიიღებს

Zurab Abashidze
Tabula

საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის თქმით, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ ადმინისტრაციულ საზღვარზე განვითარებული მოვლენების შესასწავლად ზომები იქნება მიღებული. აბაშიძის თქმით, მან და კარასინმა ქართულ-რუსული ექვსთვიანი დიალოგის შედეგები იმ მიმართულებებით შეაფასეს, როგორც ეს დადგეგმილი იყო.

აბაშიძის თქმით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაიწყო რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის მიწოდების პროცესი, რაც მომდევნო თვეებში უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. 1-ელი ივნისიდან 24 საათიან რეჟიმში ამოქმედდა ყაზბეგი-ზემო ლარის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. შესაბამისი უწყებების მიერ განიხილება საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლის საკითხები“

პრემიერ მინისტრის წარმომადგენლის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიებისთვის ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით. აბაშიძემ კარასინს 2014 წელს სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაც დაუდასტურა. 

 

კომენტარები