ტრანსფერი

ნეიმარმა ბარსელონასთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

David Ramos / Getty Images

ნეიმერი ბარსელონას ფეხბურთელია. ბრაზილიელის მომავალი კლუბის შესახებ სპეკულაციები რამდენიმე წლის განმავლობაში არ წყდებოდა,  საბოლოოდ კი სანტოსიდან ნეიმარი კატალონიურ კლუბში გადაბარგდა.

ბრაზილიელი ტალანტის პრეზენტაციას ნოუ კამპზე 50 000 გულშემატკივარი დაესწრო.

ფანები იმედოვნებენ, რომ ნეიმარი არგენტინელ მესისთან ერთად წარმატებულ დუეტს შექმნის.

კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ფეხბურთელმა მცირე კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან მოხარული ვარ იმის გამო, რაც მოხდა. ეს გადაწყვეტილება გულით მივიღე. ჩემი გული ბარსელონასკენ იხრებოდა და დღეს აქ ვარ. მიჭირს ემოციების შეკავება ... ეს არა მხოლოდ ზრდასრული ნეიმარის ოცნების ახდენაა, არამედ იმ ბავშვის, რომელიც პატარაობისას ბარსელონას ფეხბურთელობაზე ოცნებობდა“.

ჟურნალისტებმა ნეიმარს მესიზეც ჰკითხეს:

„მსოფლიოს საუკეთესი ფეხბურთელი აქ არის. მესის ვგულისხმობ. ყოველთვის ვოცნებობდი მასთან ერთად თამაშზე და ძალიან აღელვებული ვარ ამის გამო. იმედი მაქვს, შევძლებ მას დავეხმარო, რომ შეინარჩუნოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება“, - განაცხადა ფეხბურთელმა.

ბარსელონას ტრანსფერი 57 მილიონი ევრო დაუჯდა, ნეიმარმა კი 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მისი გამოსყიდვის მსურველ კლუბს, ბარსელონასთვის 190 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

 

 

კომენტარები