დაკავება

ქრთამის აღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე მაღალჩინოსანი დააკავა

geonews.ge

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე რამდენიმე თანამდებობის პირი დააკავეს. მათ შორისაა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ახალსოფლის რწმუნებული ლერი წივილაშვილი. როგორც გამოძიების შედეგად გახდა ცნობილი, მან ერთ-ერთი მოქალაქისგან ქრთამის სახით 5 ათასი ლარი აიღო. ამ თანხის სანაცვლოდ, წივილაშვილი მოქალაქეს გარდაბნის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე, შენობის ასაშენებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებასა და შესაბამისი ნებართვის მიღებაში უნდა დახმარებოდა. ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული, ასევე, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი სარქის ოგანესიანი და თვითმმართველი ერთეულის, სოფელ კაბურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული რობერტ მაზმანიანი. მათ სახელმწიფოს კუთვნილი 300 ჰა მიწის ნაკვეთი დროებით სარგებლობაში გასცეს და სანაცვლოდ, ქრთამის სახით 7 ათასი ლარი აიღეს. ყველა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები