დაკავება

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის ციხეში გადაიყვანეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლო
courts.ge

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ბრალდებულების ადვოკატის, გიორგი გელხაურის თქმით, ინფორმაცია მათი გადაყვანის შესახებ პროკურატურამ მიაწოდა. მისივე თქმით, ზურაბ ჭიაბერაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მაშინვე გათავისუფლდება, როგორც კი მისი ოჯახი გირაოდ შეფარდებულ 20 ათას ლარს გადაიხდის. ჯერჯერობით უცნობია დააყენებენ თუ არა ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ქუთაისის ციხიდან მისი თბილისში გადმოყვანის საკითხს. "ვნახოთ, თუ ქუთაისის ციხეში რაიმე წესრიგში არ იქნება, ამ მოთხოვნას დავაყენებთ. ჯერჯერობით ასეთი მიმართვა არ გაგვიკეთებია", - აღნიშნა გელხაურმა.

კომენტარები