ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას და ქუთაისში დაწყებულ სასამართლო პროცესს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც გამოეხმაურა. დეპარტამენტის პრესმდივანმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ აშშ ამ პროცესს დიდი ყურადღებით აკვირდება.
"მსგავსი გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ანგარიშსწორების აღქმის გარეშე. შეერთებული შტატები მოუწოდებს ყველა მხარეს კონსტრუქციულად იმუშაონ საერთო მიზნის - საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისაღწევად", - განაცხადა პატრიკ ვენტრელმა.





