17 მაისის აქცია

შსს–მ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა

Police.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის ოთხი მონაწილე: გიგა კ,  ზურაბ ჩ, ამირან მ. და ბექა ფ. მათ ბრალი პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში ედებათ.

შსს-ს ცნობით, ხსენებული ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

შეგახსენებთ, 17 მაისს დაგეგმილი ჰომოფობიის წინააღდეგ მიმართული აქცია ხალხმრავალი კონტრაქციის მონაწილეებმა, რომელთა შორის სასულიერო პირებიც იყვნენ, ძალადობრივი მეთოდებით ჩაშალეს. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება, აღძრულია რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე.

კომენტარები