17 მაისის აქცია

არასრულწლოვანი, რომელიც აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა, თავისუფალია

ტაბულა

არასრუსლწლოვანი, რომელიც გუშინ კანცელარიასთან გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელს თავს დაესხა, თავისუფალია. ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს. რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, უწყებაში ამბობენ, რომ ამაზე მას შემდეგ იმსჯელებენ, რაცა სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თოლორაიამ გუშინ თქვა, რომ ძალადობის მუხლი დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილი დანაშაულის გარემოებით დამძიმდება.

"თავდამსხმელი აღმოჩნდა 15 წლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვნის პატიმრობაში დატოვებას არ ითვალისწინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს აპრიორი იმას, რომ მას არ შეეხება სისხლის სამართლის კოდექსი. ახლა მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, იმისთვის, რომ იგი მიეცეს პასუხისგებაში." - უთხრეს ტაბულას შსს-ში.

აქციაზე "არა ჰომოფობიას" ერთ-ერთ სიტყვით გამომსვლელს თავს ახალგაზრდა კაცი დაესხა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გაქცევას ცდილობდა. ის პოლიციამ ადგილზე დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები