სოჭის ოლიმპიადა

ივანიშვილი სოჭის ოლიმპიადაზე: ვნახოთ, შესაძლებელია წავიდე კიდეც

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, დაესწროს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას - ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს, 14 მაისს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადამდე დიდი დროა დარჩენილი და კითხვა იმის შესახებ, გაემგზავრება თუ არა იგი იქ, უფრო მოგვიანებით უნდა დაისვას.
"მიწვევის გარეშე გამგზავრებაც შეიძლება. არ ვიცი, წავალ თუ არა... ვნახოთ, არ გამოვრიცხავ, შესაძლებელია წავიდე კიდეც, მაგრამ დღეს არ მაქვს საფუძველი, რომ ამ კითხვას პასუხი გავცე", - განაცხადა მან.

კომენტარები