აჭარა

18 მოსწავლე ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს

ქობულეთის მე-2 სკოლის 18 მოსწავლე საშუალო და მსუბუქი სიმძიმის ინტოქსიკაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამ ინფორმაციას აჭარის ჯანმრთელობის მინისტრის, ნუგზარ სურმანიძეზე დაყრდნობით ინტერნეტპორტალი ნეტგაზეთი ავრცელებს.  
სპეციალისტები ცდილობენ დაადგინონ, რამ გამოიწვია მოსწავლეების მასობრივი მოწამვლა. წინასწარი მონაცემებით, საუბარია ბუნებრივი აირით მოწამვლაზე.
”ვიყავით სკოლაში, ბავშვები ამბობენ, რომ იყო ცუდი სუნი. შედეგი დამდგარია და შედეგის გამომწვევი უნდა იყოს ბუნებრივი აირი ან სხვა ამ სახის ნივთიერება”, - აცხადებს აჭარის ჯანმრთელობის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ნეტგაზეთან საუბარში.

კომენტარები