არასამთავრობო ორგანიზაციები

MDF და ALPE საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს ფორმირებაზე განცხადებას ავრცელებენ

მედიის განვითარების ფონდი და ფონდი ალპე უერთდებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს და აცხადებენ, რომ საზოგადობრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ოფიციაური ვადის დასრულებამდე უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა და არ უნდა მოხდეს მათი უფლებამოსილების ხელოვნური შეწყვეტა. 

"ჩვენ ვუერთდებით "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა" და სხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში უნდა მოხდეს წევრთა თანმიმდევრული ჩანაცვლება კანონით დადგენილი ვადის გათვალისწინებით და არა საბჭოს უფლებამოსილების ხელოვნური შეწყვეტა. მიგვაჩნია, რომ სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებათა შეწყვეტა სახიფათო პრეცედენტს შექმნის და უარყოფითად აისახება საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე მომავალში," ნათქვამია განცხადებაში. 

დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც პარლამენტს ურჩია არ დაუშვას არსებული საბჭოს უფლებამოსილების ხელოვნურად შეწყვეტის პრეცედენტი. 

 

 

 

კომენტარები