თბილისის საკრებულო

საკრებულოში ზაალ სამადაშვილის თავმჯდომარედ დარჩენის საკითხს განიხილავენ

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარის, ზაალ სამადაშვილის გადაყენების საკითხი დაისმება. სამადაშვილის თქმით, ის ამ საკითხზე ბოლო პერიოდის განმავლობაში ფიქრობდა და საბოლოო გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

"დღევანდელმა დღემ, 7 დეპუტატის დაკითხვაზე დაბარებამ საბოლოო გადაწყვეტილება მიმაღებინა. არცერთი ჩემი კოლეგის არათუ ტანჯვა-წამებად, უბრალო სტრესადაც არ მიღირს არანაირი სკამი და თანამდებობა. ამიტომ, გადავწყვიტე, დამეყენებინა კენჭისყრაზე თანამდებობაზე ჩემი დარჩენა-არდარჩენის საკითხი", - განაცხადა ზაალ სამადაშვილმა.

ამასთან დაკავშრებით, კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ. მისი შეფასებით, სამადაშვილის გადაყენების საკითხი ფარსის დადგმაა და ''ამ პროცედურით ნაციონალური მოძრაობა დროის მოგებას აპირებს, რადგან უმრავლესობის დაკარგვის შიში აქვს''.

შეგახსენებთ, ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­ში, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბის შვი­დი წევ­რი და­ი­ბა­რეს.

 

კომენტარები