თბილისის საკრებულო

საკრებულოს 7 წევრი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის შვიდი წევრი დაიბარეს. ამასთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა და ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართეს.

როგორც ზაალ სამადაშვილმა განაცხადა, ''რაც ბოლო პერიოდში ხდება საკრებულოს უმრავლესობის წევრების მიმართ, ყოველგვარ ზღვარს სცდება''. სამადაშვილმა დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდა, ადგილობრივი ხელისუფლება ხელყოფისაგან დაიცვას.

საკრებულოს წევრები დავით წერეთელი, შოთა ქურდაძე, ვახტანგ ცაგარეიშვილი, ხვიჩა სანაია, თემურ გრიგალაშვილი, ბესო ბენდელიანი და მამუკა გუგეშაშვილი ფინანსურ პოლიციაში, დღეს, 12 საათისთვის არიან დაბარებული.

კომენტარები