განათლების სამინისტრო

გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება

საჯარო სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"2013 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით გაიმართება, იმ ოთხ სასწავლო დისციპლინაში, რომლებიც მოსწავლეებს დასრულებული აქვთ. ეს არის გეოგრაფია და საბუნებისმეტყველო დისციპლინები, ხოლო მეორე ეტაპი 2013 წლის 20 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით ჩატარდება", - განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.

მისივე თქმით, გამოცდის ფორმის არჩევისა და საგამოცდო განრიგის საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად სკოლა მიიღებს.

როგორც მინისტრის მოადგილემ განმარტა, პირველ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს, რომლებიც მინიმალურ სტანდარტს ვერ დაძლევენ, საშუალება ექნებათ, სასკოლო გამოცდები მეორე ეტაპზე მაისის თვეში ჩააბარონ. 

კომენტარები