საერთაშორისო სავალუტო ფონდი

მარკ გრიფიტსი: ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება განპირობებულია პირდაპირი ინვესტიციების კლებით

27 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს სტუმრობდა, რათა იმ ეკონომიკურ პროგრამებს გაცნობოდა, რომელიც  ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა გააკეთა და აღნიშნა, რომ შეხვედრების ფარგლებში ქვეყნის ხელისუფლებასთან მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს. გრიფიტსის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მიმდინარე წელს დადებითია და ეკონომიკური ზრდა ძლიერია.

"ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელების შესაძლო ნიშნების მიუხედავად, ეკონომიკის ზრდა 2012 წელს მოსალოდნელია 7%-ით. ზრდის ტემპის კლება განპირობებულია ქვეყნის სავაჭრო პარტნიორების ზრდის ტემპის კლებით, ასევე უცხოური პირდაპირი ინვესტიციების გარკვეული შენელებითა და არჩევნებისა და პოლიტიკური ხელისუფლების გადაცემით გამოწვეული გაურკვევლობებით", - განაცხადა გრიფიტსმა. 

კომენტარები