მედიკამენტები

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების საცალო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, მედიკამენტების საცალო გაყიდვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია განმარტებული, მედიკამენტების საცალო გაყიდვის შესახებ აკრძალვა დაწესებული არ არის და არანაირი სახის ახალი რეგულაცია არ ყოფილა დაწესებული. ''ძალაშია მხოლოდ მოქმედი ნორმატივები, რომლის მიხედვითაც საცალო გაყიდვაზე არ ვრცელდება არანაირი სახის შეზღუდვა მაშინ, როდესაც მედიკამენტი მოთავსებულია ფირფიტაში, ბლისტერში ან სხვა სახის კომპაქტურ დაფასოებაში''.

"რაც შეეხება დიდი მოცულობის შეფუთვიდან აბების ან კაფსულების გადანაწილებას პოლიეთილენის პაკეტებში, შეზღუდვა ან რაიმე სახის აკრძალვა არც აქ ყოფილა დაწესებული. განსხვავება ის არის, რომ ამ სახის გადაფასოება (განსხვავებით ზემოთ აღწერილი განცალკევებისაგან) მოითხოვს გარკვეული მარტივი პირობების დაცვას. ამ პირობების დაცვის შემთხვევაში, საცალო გაცემა შესაძლებელი გახდება შეუფერხებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
აქვე განმარტებულია, რომ  იმ მოქალაქეებს, რომლებსაც მედიკამენტების საცალო შეძენაზე პრობლემები შეექმნებათ, შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზს - 15 05.

კომენტარები