საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.
"მომავალ წელს პენსიონერები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მედიკამენტებს მიიღებენ უფასოდ და ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ". - თქვა პრემიერმა.
2019 წლიდან, მთავრობის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით 118 აფთიაქში, ასაკით პენსიონერებს, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტის შეძენა 1 ლარად შეუძლიათ.
ნახეთ, მედიკამენტების ჩამონათვალი აქ.