მედიკამენტები

აზარაშვილი: ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები 400 000-მდე ადამიანს დაუფინანსდება

მთავრობის ადმინისტრაცია

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამის ბიუჯეტი 60 მილიონ ლარამდე იქნება და ის 400 000-მდე ადამიანს შეეხება.

"ერთის მხრივ, ვაფართოებთ ქრონიკული მედიკამენტების სიას, მეორეს მხრივ კი, მნიშვნელოვნად ვზრდით პროგრამის ბიუჯეტს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, სრულად მიიღონ მთელი წლის განმავლობაში საჭირო, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. ცვლილება, პენსიონერ პირებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. 2024 წელს, პროგრამის ბიუჯეტი, 60 მილიონ ლარამდე იქნება". - თქვა მან.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ნოემბერში განაცხადა, რომ 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ.

კომენტარები