სასამართლო

გიორგი კალანდაძე სასამართლომ გირაოს გარეშე გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე გირაოს გარეშე გაათავისუფლა.

დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძების სახით, პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კალანდაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

გიორგი კალანდაძის ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის განმარტებით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა იქიდან გამომდინარე, რომ კალანდაძეს აღნიშნულ საქმეზე გირაოს გადახდა უკვე შეფარდებული აქვს.

"სასამართლომ განმარტა, რომ ახალი ბრალის წარდგენა არ არის იმის საფუძველი, რომ ბრალდებამ სასამართლოს მიმართოს დაკავების მოთხოვნით", - აღნიშნა გოგიტა გაბაიძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ გიორგი კალანდაძეს ახალი ბრალდება, სისხლის სამართლის 143-ე მუხლის მეორე ნაწილით წაუყენა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

კომენტარები