იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილი აცხადებს, რომ საბჭოს ახალი დადგენილება, რომელიც სასამართლო პროცესებზე პირებისთვის ტექნიკური საშაულებების, მათ შორის, ტელეფონების ჩამორთმევას ითვალისწინებს ყველას შეეხება.
"რეგულაცია არის ისეთი, რომ ეხება ყველას" - უპასუხა გვრიტიშვილმა ჟურნალისტებს შეკითხვეაზე "შეეხება თუ არა ეს რეგულაცია ჟურნალისტებს, ადვოკატებსა და პროკურორებს".
საქალაქო სასამართლოს ფოიეში ტელეფონების შესანახად სპეციალური კარადები უკვე დაამონტაჟეს, მაგრამ რეგულაციის აღსრულება ჯერ არ დაწყებულა.
გვრიტიშილის თქმით, დადგენილების მიღება საჭირო იმიტომ გახადა, რომ სასამართლოდან აკრძალვის მიუხედავად ვიდეოები მაინც გავრცელდა.
"მიუხედავად იმისა, რომ ყველამ იცოდა, რომ გადაღება სასამართლო სხდომის დარბაზში იყო აკრძალული, ჩუმად, ფარულად გადაღებული ვიდეოები სასამართლო სხდომებიდან მაინც ვრცელდებოდა. [...] სათავსო არის იმიტომ, რომ კანონის აღსრულების მიზნით, ეს ტელეფონები ხო უნდა შეინახოს სასამართლომ და სხდომის დასრულების შემდეგ დაუბრუნონ საკუთარ მფლობელს. [...]
ნებისმიერი ტექნიკური საშაულება, რომლითაც შესაძლებელია გადაღების წარმოება და არსებობს შესაძლებლობა, რომ შემდეგ ეს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები გავრცელდეს, როგორც აქამდე იყო ფაქტები, რომ გავრცელდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის მიერ მიღებული კანონის აღსრულების მიზნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა შესაბამისი ნორმატიული აქტი.
[...] საზოგადოება, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხედავდა რა ხდებობდა სასამართლო პროცესებზე, სასამართლოს ფოიეში, ეზოში, გაწევ-გამოწვა, შეხლა-შემოხლა მანდატურებთან და ა.შ. - ეს ყველაფერი ხელს უშლიდა სასამართლო პროცესს". - თქვა გვრიტიშვილმა.
გვირიტიშვილმა ასევე ისაუბრა სასამართლოდან ტრანსლაციების აკრძალვას, მისი თქმით, პროცესებიდან ტრანლაციები "ცეცხლზე ნავთს ასახმდა".
"შეუზღუდავი ტრანსლაციების და გაშუქებების შედეგად მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების პროცესს ეშლებოდა ხელი. [...] გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო იმანენტურად ნიშნავს იმას, რომ გარკვეული საკითხებით უკმაყოფილო ადამიანების მონაწილეობით იმართება ხომ სასამართლო პროცესი და იქ, როდესაც ხდებოდა გაშუქება, პირდაპირი ტრანსლაცია, სუბიექტი გაცილებით მეტის უფლებას აძლევდა საკუთარ თავს, ვიდრე დღევანდელ პირობებში. როდესაც იცის, რომ მას კამერა არ უღებს. [...] სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტიც არის ეს რომ, კი ბატონო, გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოების კონტროლისათვის, მაგრამ ის არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებული". - თქვა გვრიტიშილმა.
ცნობისთვის, 26 ივნისს, პლენარულ სხდომაზე III მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირეს სასამართლოს სხდომებზე მედიისთვის ფოტო-ვიდეო გადაღების აკრძალვის კანონპროექტს. საკითხს მხარი ივანიშვილის 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ ყოფილა.
კანონი ოფიციალურად 28 ივნისს ამოქმედდა, მას შემდეგ რაც, ივანიშვილის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი ვერსია, საკნონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.
ახალი კანონის თანახმად, პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს. გარდა ამისა პროცესების ვიდეო, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია იუსტიციის საბჭოს ნებართვის შემდეგ იქნება დასაშვები. ამ დროისთვის უცნობია პროცედურა, რაზე დაყრდნობით გასცემს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნებართვებს, ან რომელ პროცესებს გადაიღებს თავად სასამართლო, როდის და რა ფორმით გაავრცელებს მას.





