სასამართლო

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატას შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს

დღეს 16 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა.

სხდომის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საკასაციო პალატებში მოსამართლეთა განაწილება იყო. როგორც უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმდჯომარედ პლენუმმა შალვა თადუმაძე აირჩია. 

ყოფილი გენერალური პროკურორი უზენაესის სასამართლოს მოსამართლედ პარლამენტმა წინა კვირაში დაამტკიცა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი თადუმაძის კანდიდატურა ერთხმად იქნა არჩეული. 

შალვა თადუმაძე 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი იყო, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. 2018 წლიდან ის იკავებს გენერალური პროკურორის თანამდებობას და ამჟამად წარდგენილია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატად. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი უკვე დაუჭირა რვა ხმით ერთის წინააღმდეგ.

კომენტარები