სასამართლო

ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება, როგორ აბსურდულ რაღაცას ამბობს – მურუსიძე ალავიძეზე

ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლე ლევან მურუსიძე ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის განცხადებებს აბსურდულს უწოდებს - "მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი". 

"ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად... თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს [თუ აქვს მტკიცებულებები]. 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, საერთოდ არ შევხვედრივარ და არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება - როგორ აბსურდულ რაღაცას იძახის. [...]  

რა კაფეში შეხვედრის ეპიზოდი? როგორ გავურჩიე [საქმე]? იძახის, ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა, საბარგულში ჩავტენე? მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო[...] 

რა კაფეში, არა [არ შემდგარა შეხვედრა]. [...] არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ" - ამბობს მურუსიძე ფორმულასთან. 

მურუსიძე კვლავ ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების პირობებში სასამართლო დამოუკიდებელი გახდა

"მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც და უამრავ მოსამართლეს, თქვენც გაგიპიარებიათ ხოლმე, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, საერთოდ, შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ღერი თმა ჩამოვარდნია თმიდან?"

TV პირველის ეთერში ბესარიონ ალავიძემ ისაუბრა ზეწოლის და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე. 

"ჯერ დამიბარეს ჩინჩალაძის კაბინეტში და მომაყენეს შეურაცხყოფა, შემდეგ წამიყვანეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ კაფეში. თავიდან ამიხსნეს, რომ ეს იყო დავალება ბიძინა ივანიშვილისგან. ასევე ამიხსნეს, რომ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გადაცემა უნდა მომხდარიყო პატარკაციშვილების ოჯახისთვის, სანაცვლოდ ტელეკომპანია იმედი პროსახელისუფლებო გახდებოდა" - ყვება ალავიძე. 

ალავიძე ამბობს, რომ თუ ზეწოლას გააგრძელებენ, გაასაჯაროებს კიდევ ერთ ჩანაწერს, პირდაპირ მტკიცებულებას, როგორ ურჩევს ე.წ. სასამართლო კლანი საქმეს მოსამართლეს. 

კომენტარები