განათლების სამინისტრო

გიორგი მარგველაშვილი: მოსწავლეები სკოლებიდან აღარ უნდა გაირიცხონ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გამოდის ინიციატივით, რომ სკოლებიდან მოსწავლეების გარიცხვა აღარ  მოხდეს. ამის შესახებ მარგველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, არსებული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მოსწავლის გარიცხვა პირველიდან მეცხრე კლასის ჩათვლით არის შესაძლებელი, უნდა შეიცვალოს და მოსწავლეები სკოლებიდან საერთოდ არ უნდა გაირიცხონ. 

გიორგი მარგველაშვილისა და მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძის განმარტებით, უნდა შეიქმნას გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ე.წ. ძნელად აღსაზრდელ  მოსწავლეებთან იმუშავებენ.

მინისტრის თქმით, საერთო აზრის ფორმირების შემდეგ, კანონმდებლობაში ამ მიმართულებით სავარაუდოდ ცვლილება შევა. 

კომენტარები