სომხეთის პრემიერმინისტრმა ტიგრან სარქისიანმა ბიძინა ივანიშვილს პრემიერმინისტრად დანიშვნა მიულოცა და ქართველი კოლეგა სომხეთში მიიწვია.
„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ორმხრივ ურთიერთობებს დამატებითი იმპულსი მივცეთ. ეს ურთიერთობები ქართველი და სომეხი ერების საუკუნოვან მეგობრობაზეა დაფუძნებული. ვისარგებლებ მომენტით და მინდა, თქვენთვის ხელსაყრელ ვადებში სომხეთში ოფიციალური ვიზიტით მიგიწვიოთ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტმა 88 ხმით 54-ის წინააღმდეგ ნდობა გუშინ გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გახდა.